понедельник, 17 июня 2019 г.

სასწავლო პროექტი:"ძველი ქართული ხელნაწერები"

                                 
                             
                                                    ს   ა  ს  წ  ა  ვ   ლ   ო      პ  რ  ო ე ქ ტ ი  


პროექტის სახელწოდება- „ ძველი ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“
                                             პროექტი მიეძღვნა ძველ ქართულ ხელნაწერებს, მათ მოძიებასა                                                    
                                              და
                                             შესწავლას.პროექტის მთავარი იდეაა  ძველი ქართული ხელნაწერების     მოძიება და გაცნობა.
 პრობლემის განსაზღვარა და მისი აქტუალობა:
უძველესი ქართული ხელნაწერები ჩვენი კულტურისა  და ისტორიის უდიდესი     მაჩვენებელია, რომელსაც გაფრთხილება და მოვლა პატრონობა სჭირდება, ამიტომ საჭიროა მოსწავლეები, ახალგაზრდობა იცნობდეს მათ, როგორც ამბობენ  ხელნაწერთა  თავგადასავალი ადამიანთა  თავგადასავალზე ნაკლებ საინტერესო როდია.
დღევანდელი სასაკოლო პროგრამის მიხედვით  VIII  კლასში ისწავლება  ძველი ქართული ხელნაწერები,  კონკრეტულად, სამი შატბერდული ხელნაწერი: ჰადიშის, ჯრუჭისა  და  პარხლის, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მასალა სრულად ვერ იძლევა ნათელ სურათს ძველი ქართული ხელნაწერების შესახებ. მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ ამ პრობლემით  და მათვე გამოიჩინეს ინიციატივა სხვა ხელნაწერთა მოძიებისა და გაცნობის შესახებ, თანაც შემდგომ კლასებშიც  არ არის გათვალისწინებული მსგავსი მასალის შესწავლა.
მონაწილეთა ასაკი/ კლასი- 14 წელი, VIII  კლასი.
ვადები- ოთხი კვირა, 1- 29 მაისი.
პროექტის მიზანი: კვლევა- ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარების                                                       ჩამოყალიბება;
                                       თვალსაწიერის გაფართოება;
                                       წარსულისადმი მოკრძალებისა  და პატივისცემის გაძლიერება;
                                       საპრეზენტაციო და შემოქმედებითი  უნარებისა ჩამოყალიბება.
პროექტის საფუძვლები: ქართ.VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე                                                              მსჯელობის             
                                       მოსმენა და საკუთარი  თვალასზრისის წარმოდგენა აუდიტორიის                                            წინაშე;
·         მსჯელობს სათანადო არგუმენყაციის მოხმობით და თანმიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;
·         მსჯელობიდან გამოაქვს დასკვნა;
·         გამოკვეთს საკუთარ თვალსაზრისს და არგუმენტებს;
ქართ. VIII.3.   მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი
                                          მახასიათებელების ამოცნობა და გამოყენება.
·         განარჩევს და სათანადოდ იყენებს საკუთარ მეტყველებას, გამოთქმებს, რომელთაც განსაკუთრებული დამარწმუნებელი ძალა აქვთ.
                                                        ქართ.VIII.       მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლა ,                                                               სტრტეგიების არჩევა    და  გამოყენება.
                                                                                               
                                                  ·         აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებს                                                                                  კონკრეტულ ტექსტს და მსმენელთ ყურადღების                                                                       მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ტექსტს.
ქართ.  VIII.  5.  მოსწავლეს   შეუძლია გაიაზროს , გააანალიზოს  და შეაფასოს ტექსტები, მხატვრული და არამხატვრული.
·         აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემული ინფორამციის კლასიფიკაციას.
ქართ. VIII. 12.  მოსწავლე შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება  სხვადასხავ სახის ტექსტის შესაქმნელად.
·         მართებულად იყენებს მსჯელობის და არგუმენტაციისთვის შესაფერის ლეკსიკასა და კონსტრუქციებს.
·         იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას ტექსტების შეასადგენად, დასაფორმატებლად და პრეზენტაციის  მოსამზადებლად.
ამოცანები: 1) დავალებების გადანაწილება მოსწავლეებზე - პირველი კვირ
                    2) ინფორმაციების მოძიება ინტერნეტით, ლიტერატურის  საშუალებით -                                   მეორე კვირა
                    3) მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება- მესამე კვირა
                    4) პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა აუდიტორიის წინაშე
                    5) კედლის გაზეთის გამოშვება.

რესურსები ამოცანების განხორციელებისთვის: კომპიუტერი, პროექტორი, დამატებითი           ლიტერატურა,ფორმატისა და თაბახის ფურცლები, მაგნიტური დაფა, ფანქრები, კალმები.

ვინ?- ვინაიდან პალეოგრაფია ისტორიის დამხმარე დისციპლინაა, პროქტის განხორციელებაში  ჩაერთვება ისტორიის მასწავლებელიც.

ამოცანის განხორციელებისთვის საჭირო აქტივობები და ვადები:
1)      პროექტის მიზნისა და  ვადების გაცნობა- პირველი კვირა
2)      დავალებების გადანაწილება- მეორე კვირა
3)      მოძიებული მასალის გაცნობა, გაანალიზება და  დახარისხება- მესამე კვირა
4)      პრეზენტაციის მომზადება- მეოთხე კვირა
5)       კედლის გაზეთის გამოშვება- მეოთხე კვირა
      როდესაც თითოეული მოსწავლე მზად იყო პრეზენტაციისთვის, მე მათ ვთხოვე , რომ ერთმანეთში გაეცვალათ თემები, ინფორმაციები,  რათა პრეზენტაციების დროს  მეტად ყოფილიყვნენ ჩართულნი, ამ დროს მოსწავლე ნაცნობის მიმართ მეტ ყურადღებას იჩენს

შედეგები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ კვლევა- ძიების , ურთიერთთანამშრომლობის უნარები, გაიზარდა მათი ცონდის დონე, გამოუმუშავდათ წარსულისადმი მოკრძალებისა და პატივისცემის გრძნობა,გაუუმჯობესდათ აუდიტორიასთან კომუნიკაციის, შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

მონოტორინგი: პროექტის დასაწყისშივე განვსაზღვრე, რა პერიოდულობით შევამოწმებდი პროექტის მიმდინარეობას, ეს იყო ყოველი კვირის ოთხშაბათი დღე, როცა ვეცნობოდი მოსწავლეთ მიერ მოპოვებულ მასალებს და ვაძლევდი მითითებებს.

საგანთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ ურთიერთკავშირი: ისტორია, ხელოვნება,ისტ-ი.

პროექტის ხელმძვანელი: თ. შენგელია

პროექსტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა- jgentitamar@gmail.com 

Комментариев нет:

Отправить комментарий