понедельник, 17 июня 2019 г.

პროექტი-"ილია ჭავჭავაძე-180"




                                      პროექტი- "ილია ჭავჭავაძე-180"                                                                                     

პროექტის ავტორი-თამარ შენგელია

შემსრულებელი-ფარცხმის საჯარო სკოლის      კლასის მოსწავლეები

პრობლემა-ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესწავლა იწყება დაწყებითი კლასებიდან,რაც გრძელდება შემდგომ პერიოდშიც.სასკოლო პროგრამა იძლევა საშუალებას გარკვეულწილად გავიცნოთ ერის სასიქადულო შვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, მაგრამ რადგან ჩვენი სკოლა საბაზო საფეხურს წარმოადგენს და მოსწავლეთა ნაწილი აღარ აგრძელებს სწავლას შემდეგ საფეხურზე, ვფიქრობ,ეს პრობლემა ყურადღებას მოითხოვს. 

აქტუალობა- პრობლემა აქტუალურია,რადგან იგი დაეხმარება მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწრობის უცნობი დეტალების გაცნობა-გააზრებასა და შესწავლაში,აღუძრავს მათ ინტერესს  თავად მოიძიონ საინტერესო ფაქტები და ნაწარმოებები, რომლებიც სასკოლო პროგრამით არ ისწავლება, გაიზრდება მატი მოტივაცია, ხოლო ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების პერსონაჟთა გაცოცხლება დაეხმარება მათ ტექსტის უკეთ გააზრებასა და ხანგრზლივი დროით დამახსოვრებაში, გაუმჯობესდება აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები.

მიზანი-მოსწავლეები გაიცნობენ და შეისწავლიან ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ახალ დეტალებს, გაიაზრებენ მის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების ისტორიულ ჭრილში, გაიცნობენ მათთვის ახალ ნაწარმოებებს, გაიაზრებენ მწერლის სათქმელს, განუვითარდებათ მწერლის სათქმელის ამოცნობის,მსჯელობის,დასკვნის,ინფორმაციების მოძიებისა და გამოყენების,აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები,გაიზრდება მოტივაცია.

პროექტის საფუძვლები: ქართ. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
*საუბრობს ნათლად და გარკვევით  და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს.
*გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი

ქარ:     მოსწავლეს შეუძლია მსმენელს წაუკითხოს ტექსტი
*წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის სინაარსს
*ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს

ქართ:      მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება.
*იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს

ქართ.     მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება,მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა და ახსნა.
*კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის,ესთეტიკური სიამოვნების მიღების,გარკვეული ინფორმაციის მოძიების,გამოხმაურების)
*ამოიცნობს ტექსტში მთავარ აზრს (იდეას),გამოაქვს დასკვნები.                                                

ქართ.     მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
*მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას.
*მსჯელობიდან გამოაქვს დასკვნა
*ტექსტსი დასმულ პრობლემურ საკითხებს იმიტირებული სიტუაციის(მინისპექტქკლის, როლური თამაშების და ა.შ.) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას.

ამოცანები: დავალებების გადანაწილება მოსწავლეებზე,ინფირმაციების მოძიება ინტერნეტში,შესაბამისი  დამატებითი  ლიტერატურის გაცნობა, თანამშრომლობა ბიბლიოთეკასთან,პრეზენტაციის,ინსცენირების  მომზადება,როლების განაწილება,მუსიკის შერჩევა,რეპეტიციები,წარდგენა.

შედეგი-გაიზარდა  ცოდნის დონე  ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მოსწავლეებმა გაიცნეს  და შეისწავლეს ილიას ლექსები, მოთხრობები,მანამდე მათთვის უცნობი ბიოგრაფიული დეტალები, გაუუმჯობესდათმწერლის სათქმელის ამოცნობის, მსჯელობის ,დასკვნების , ინფორმაციების მოძიებისა და ორგანიზების,აუდიტორიასთან კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, და , რაც მთავარია, გაიზარდა მათი ინტერესი,მოტივაცია მწერლის მთელი შემოქმედების გაცნობისა.

მონიტორინგი:პროექტის დასაწყისშივე განვსაზღვრე, როგორ და რა პერიოდულობით შევამოწმებდი პროექტის მიმდინარეობას, ყოველდღიურად ვეცნობოდი მოსწავლეების მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს და ვაძლევდი მათ მითითებებს.

საგანთან /საგნობრივ ჯგუფთან/ ურთიერთკავშირი-ხელოვნება,ისტორია,ისტ.

Комментариев нет:

Отправить комментарий