понедельник, 17 июня 2019 г.

პროექტი "დედაენა"




პროექტის სახელწოდება-"14 აპრილი- დედაენის დღე."

პროექტის ავტორი-თამარ შენგელია.

შემსრულებელი- ფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეები

პრობლემა_ხანგრძლივი გამოცდილების შედეგად ვთვლი, რომ მოსწავლეებს უჭირთ 14 აპრილის თარიღის მნიშვნელობის განსაზღვრა,  ისინი თვლიან , რომ ეს დღე გოგებაშვილის ;დედა-ენის“ დღეა, რადგან ნაკლებად იცნობენ 1978 წლის აპრილის ამბებს. ამასთან, ჩვენი სკოლა საბაზო საფეხურისაა და მოსწავლეთა ნაწილი ააღარ აგრძელებს სწავლას შემდეგ საფეხურზე,მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის, ვფიქრობ, ეს პრობლემა  ღირს დაფიქრებად.

აქტუალობა- პრობლემა აქტუალურია,  იგი დახმარება მოსწავლეებს გაიაზრონ 1978 წლის 14 აპრილს მომხდარი ამბები, მისი მნიშვნელობა, აღუძრავს მათ ინტერესს თავად მოიძიონ მასალები და გააანალიზონ ისინი, გაიზრდება მათი  მოტივაცია, ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი აზროვნების უნარ-ჩვევები.

მიზანი_ მოსწავლეები გაიაზრებენ ქართველი ერის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული თარიღის,1978 წლის 14 აპრილის,  მნიშვნელობას,მოიძიებენ დამატებით მასალას ,ჩამოუყალიბდებათ ინფორმაციის დახარისხებისა და გამოყენების უნარ-ჩვევები, გაიზრდება მათი მოტივაცია.

პროექტის საფუძვლები: ქართ. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
*საუბრობს ნათლად და გარკვევით  და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს.
*გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი

ქარ:     მოსწავლეს შეუძლია მსმენელს წაუკითხოს ტექსტი
*წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის სინაარსს
*ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს

ქართ:      მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება.
*იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს

ქართ.     მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება,მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა და ახსნა.
*კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის,ესთეტიკური სიამოვნების მიღების,გარკვეული ინფორმაციის მოძიების,გამოხმაურების)
*ამოიცნობს ტექსტში მთავარ აზრს (იდეას),გამოაქვს დასკვნები.                                                

ქართ.     მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
*მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას.
*მსჯელობიდან გამოაქვს დასკვნა.
*ტექსტსი დასმულ პრობლემურ საკითხებს იმიტირებული სიტუაციის(მინისპექტქკლის, როლური თამაშების და ა.შ.) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას.

ამოცანები:დავალებების განაწილება მოსწავლეებზე, ინფორმაციების მოძიება ინტერნეტში და საჭიროებისამებრ დახარისხება და გამოყენება, დამატებითი ლიტერატურის გაცნობა, თანამშრომლობა სკოლისა და რაიონის ბიბლიოთეკებთან,პრეზენტაციის მომზადება,

შედეგი-გაიზარდა მოსწავლეთა ინფორმირებულობა 1978 წლის 14 აპრილის შესახებ,მათ შეძლეს ამ მნიშვნელოვანი დღის არსის გაგება და მნიშვნელობა ქართველი ერისათვის, მუშაობის პროცესში გაუუმჯობესდათ ინფორმაციების მოძიებისა და   
გამოყენების,პრეზენტაციის უნარ-ჩვევები,აუმაღლდად მოტივაცია.

მონირორინგი-პროექტის დასაწყისშივე განვსაზღვრე, როგორ და რა პერიოდულობით შევამოწმებდი პროექტის მიმდინარეობას. თითქმის ყოველდღიურად ვეცნობოდი მოსწავლეების მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს და ვაძლევდი მათ მითითებებს.

საგანთან/საგნობრივ კგუფთან/ურთიერთკავშირი-ისტორია,ისტ.


Комментариев нет:

Отправить комментарий