პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
შესავალი
მუდმივი და ეფექტური კომუნიკაცია მოსწავლის მშობელსა და
მასწავლებელს შორის სწავლა-სწავლების და დისციპლინის გაუმჯობესების აუცილებელი საშუალებაა.
ყველა ამ ვალდებულებების შესრულება,ბუნებრივია ,მოითხოვსმასწავლებლისა და მშობლის
მუდმივ კონტაქტს.
ტერმინი „მშობელთა
ჩართულობა“ გულისხმობს ერთობლივ და უწყვეტ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებსa და
სწავლის გაუმჯობესებაზე, ამასთანავე მშობელთა ჩართულობა ნიშნავს მშობლების რეგულარულ
მონაწილეობას შვილის სასწავლო პროცესსა და სხვა სასკოლო ღონისძიებებში.
მასწავლებლისათვის მშობლის ჩართულობა კლასგარეშე აქტივობებში გულისხმობს:
1. მეტ კონტროლს მოსწავლის მიერ დღის რეჟიმის დაცვაზე.
2. რეგულარულ შეხვედრებსა და ინფორმირებას მშობლებთან მოსწავლის წარმატება-
წარუმატებლობის შესახებ.
3. კლასგარეშე აქტივობებში ხელშეწყობას.
4. შეძლებისდაგვარ დახმარებას დავალებების შესრულებაში.
5. მშობელთა მოლოდინების გარკვევას.
მოსწავლისათვის მშობლის ჩართულობა შეიძლება გულისხმობდეს:
1. მოტივაციის გაზრდას.
2. მეტ პასუხისმგებლობას.
3. აქტიურობას,
4. მეტ თვითდაჯერებულობას.
მშობლისათვის მშობლის ჩართულობა შეიძლება
გულისხმობდეს:
1.
რეგულარულ შეხვედრებს კლასის ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებთან;
2.
მეტ კონტროლს საკუთარი შვილის დღის რეჟიმის დაცვაზე;
3.
საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებებში ხელშეწყობასა და დასწრებას;
არსებული
პრობლემის აღმოსაფხვრელად ფარცხმის საჯარო სკოლაში ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა. ჩემი მიზანი იყო მშობელთა ჩართულობის
ამაღლება სასკოლო ცხოვრებაში. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს საბაზო საფეხურის მოსწავლეთა
მშობლებმა და პედაგოგებმა.
მონაცემთა
ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზე გაიზარდა მშობელთა
ჩართულობა და ,აქედან გამომდინარე, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე.
ნაშრომი
შეიცავს:
1.
ინფორმაციას სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი;
2.
საკვლევი საკითხის მიმოხილვას;
3.
პრობლემის აქტუალობას;
4.
კვლევის აღწერას;
5.
კავშირს ესგ-თან;
6.
კვლევის მიზნებს;
7.
მეთოდებს;
8.
ამოცანებს;
9.
კვლევის არსს;
10. კვლევის
ვადებს;
11. ლიტერატურის
მიმოხილვას;
12. მეთოდოლოგიას;
13. კვლევის
შედეგებსა და ანალიზს;
14. ინტერვენციის
აღწერას;
15. ინტერვენციის
შედეგებს;
16. დასკვნას.
1.
ინფორმაციას სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი
ფარცხმის საჯარო სკოლაში სწავლობს 27 მოსწავლე
და მუშაობს 16 პედაგოგი, მათგან სამი უფროსი მასწავლების სტატუსის მქონეა. პედაგოგები
პერიოდულად გადიან გადამზადებას, სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.
კვლევის სამიზნე ჯგუფი, რომელთანაც განვახორციელე
კვლევა, არის საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშობლები და სკოლის პედაგოგები, კვლევა განხორციელდა
2017-2018 სასწ. წელს და გრძელდებოდა 6 თვე.
2.
საკვლევი
საკითხის მიმოხილვა:
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მასწავლებლისთვის
სავალდებულო ხდება მშობელთა რეგულარული კომუნიკაციები. დაიწყო პროგრამები სასკოლო ცხოვრებაში
მშობელთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, რაც გულისხმობს მშობელთა და სკოლას შორის
რეგულარულ ორმხრივ შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. მშობელი სკოლის სრულუფლებიანი
პარტნიორი ხდება. იგი მხოლოდ შვილის კონტროლით არ უნდა შემოიფარგლოს, მან უნდა იცოდეს
შვილის ინტერესები, მისწრაფებები, იზრუნოს მის განვითარებაზე.
მშობელთა ჩართულობაზე გავლენას ახდენს სოციალური
პირობები. მაგალითად: შეჭირვებული ოჯახის მშობლებს ნაკლებად აქვთ დრო სასკოლო ცხოვრებაში
ჩართვისათვის, გარდა ამისა, არიან მშობლები. რომლებიც არ ინტერესდებიან თავიანთი შვილების
სასკოლო ცხოვრებით, მათ შვილებს აქვთ დაბალი აკადემიური მაჩვენებლები.
მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა შექმნა მშობელთა ჩართულობის გაზრდის
მიზნით, რეალურად ეს საკითხი ბევრი სკოლისათვის პრობლემად რჩება, ამიტომ
აღნიშნული კვლევის შედეგად გაიზრდება მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, რასაც
საბოლოოდ უნდა მოჰყვეს მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლების გაზრდა, წარმატებით განხორციელდება
ესა თუ ის პროექტი და, ზოგადად, გაიზრდება
სკოლის ავტორიტეტი.
3. პრობლემის აქტუალობის დასაბუთება
საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად გამოკითხვა
ჩავატარე პედაgოდებთან. შეხვედრის შედეგად შევჯერდით, რა არის გასაუმჯობესებელი და რა შეიძლება იყოს აღნიშნული
პრობლემის გამომწვევი მიზეზი.
ა)
ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება განვიხილოთ სოციალური ფაქტორი. მშობლები, უმეტესად მამები,
სამუშაოდ სხვაგან არიან წასულები, ბავშვთან მხოლოდ ერთი მშობელია, მას კი არ რჩება
დრო იმისა, რომ აქტუალურად ითანამშრომლოს სკოლასთან.
ბ) მასწავლებელთა არასაკმაო კომუნიკაცია მშობლებთან,
„მშობლებმა სინამდვილეში არ იციან, როგორ მიიღონ მონაწილეობა“. 1. „ ნუ წუწუნებთ მშობელთა პასიურობაზე, არამედ
მოიწვიეთ, დაპატიჟეთ და სთხოვეთ , მათ გააკეთონ რაც შეიძლება მეტი“ 2.
ჩემი აზრით, ეს კვლევა მნიშვნელოვანი იქნება
ჩვენი სკოლისათვის და აქტუალური და საინტერესო სხვა სკოლებისათვის, აღნიშნული კვლევის
შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების დონე.
4. კვლევის აღწერა:
საკვლევი
თემა შევარჩიე აქტუალობის გააზრებით. ჩემი იდეა გავუზიარე კოლეგებს, აღვნიშნეთ, რომ
მშობელთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მიღწევისათვის.
იმისათვის,რომ საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი
ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში,პედაგოგებს დავუსვი შეკითხვები:
1.აქტუალურია თუ რა მშობელთა ჩართულობის პრობლემა?
2.აისახება თუ არა მშობელთა
ჩართულობა მოსწავლეთა მოსწრებაზე?
.3.განსხვავდება თუ არა მშობელთა ჩართულობა
სხვადასხვა ეტაპზე?
ჩემი
და ჩემი კოლეგების აზრი დაემთხვა ერთმანეთს,მართლაც საჭირო ყოფილა ფიქრი იმაზე, თუ
როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა.
5.კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
ეროვნული საწავლო გეგმის მიხედვით დამრიგებელი
ვალდებულია:
.გააცნოს
მოსწავლეებს და მათ მშობლებს მათივე უფლებები და მოვალეობები;
.
დაეხმაროს მოსწავლეს წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
.
იყოს შუამავალი მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს შორის;
რეგურალულად
მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევების, დისციპლინის,პიროვნული
პრობლემებისა თუ წარმატების შესახებ,
საჭიროების
შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციები
.
გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;
კლასის
ხელმძღვანელი ვერ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებულებებს, თუ მშობლის
მხრიდან
არ იქნება მუდმივი მზაობა და კონტაქტი პედაგოგებთან.
6.კვლევის მიზანი
კვლევის
მიზანი იყო დეტალური შესწავლა მშობელთა ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და
ამ პრობლემების გადაჭრის გზების გამონახვა.
7,კვლევის მეთოდები:
. გასაუბრება
პედაგოგებთან;
.მშობელთა გამოკითხვა;
.კვლევის სედეგების ანალიზი.
8,კვლევის
ამოცანა:
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
1.რამდენად
ზრუნავს სკოლა მშობელთა ჩართულობაზე სასკოლო ცხოვრებაში?
2.
რა მექანიზმებით ვაღწევთ მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და რა სირთულეებია
ამ მხრივ?
3.
რამდენად აისახება მოსწავლეზე, მის აკადემიურ მოსწრებაზე მშობელთა ჩართულობა?
4.
განსხვავდება თუ არა მშობელთა ჩართულობა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე?
9. პრაქტიკის კვლევის არსი:
პრაქტიკის კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით,
კოლექტიურ მიდგომას, თანამშრომლობითი მიდგგომა კი ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის გაწევის
შემცირების ინსტრუმენტს წარმოდგენს. ცვლილება ეფექტურად ხორციელდება იმ ადამინების
კვლევის პროცესში ჩართვით, ვისაც უშუალოდ ადგება ზარა
10.
ლიტერატურის განხილვა:
მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მრავალი
სკოლისათვის აქტუალური პრობლემაა, მისი მიზანია ამაღლდეს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება,
განხორციელდეს საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები, გაიზარდოს სკოლის ავტორიტეტი,-
წერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის გამოცემა.
მშობლისა და მასწავლებლის კარგი ურთიერთობა
ხელს უწყობს მოსწავლის წარმატებას, ზრდის და აძლიერებს მის თვითშეფასებას, თუ ბავშვმა
იცის, რომ მშობელი დაინტერესებულია მისი აკადემიური წარმატებით, ეს დადებითად მოქმედებს
მის მოტივაციაზე.
„ნუ
წუწუნებთ მშობელთა პასიურობაზე, არამედ მოიწვიეთ დაპატიჟეთ და სთხოვეთ მათ, გააკეთონ,
რაც შეიძლება მეტი“ -წერს მშობელთა ჩართულობის ერთ-ერთი პროექტის დამაარსებელი ქევინ
უოკერი, მისი აზრით, მასწავლებელთა მხრივ მეტი აქტიურობაა საჭირო, რადგან ხშირად სკოლები
მშობლებს არ რთავენ სასკოლო ცხოვრებაში, ან მშობელთა უმეტესობა არ იჩენს აქტიურობას,
ან არ სცალიათ. „სინამდვილეში არ იციან, როგორ მიიღონ მონაწილეობა“.
11. მეთოდოლოგია:
კვლევის
ფარგლებში გამოყენებულია პრაქტიკის კვლევის დიზაინი, კერძოდ, გამოვიყენე შერეული კვლევა,
რაც განპირობებული იყო საკვლევი საკითხის სპეციპიკით.
თვისებრივი
კვლევა
თავდაპირველად,
საკვლევი საკითხის შერჩევის მიზნით, ჩატარდა ნახევრად სტრუქტუირებული ჩაღრმავებული
ინტერვიუ სკოლის მასწავლებლებთან.
რაოდენობრივი
კვლევა
რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულია
კითხვარი, რომლებიც დაურიგდათ საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშბლებს, რათა განსაზღვრულიყო
მშობელთა ჩართულობის დონე სასკოლო ცხოვრებში და გამოვლენილიყო მისი ამაღლების მექანიზმები.
12.
კვლევის შედეგები, ანალიზი
მშობელთა გამოკითხვის მიზანი იყო მათი მშობლების დამოკიდებულების შესწავლა.
მომზადდა კითხვარი და დაურიგდათ მოსწავლეთა მშობლებს
შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ დაწყებითი
საფეხურისაგან განსხვავებით, მშობლები ნაკლებად ურთერთობენ სკოლასთან და ეს ურთიერთობა
მშობელთა კრებაზე მოსვლით ან დამრიგებლის დავალებით სკოლაში გამოცხადებით შემოიფარგლება,
მშობელთა ნაწილი კი დამრიგებლის სატელეფონო ინფორმაციებით კმაყოფილდება, ამის მიზეზად
ისინი დროის უკმარისობას თვლიან და იმასაც, რომ
ისინი მიჩვეულნი იყვნენ იმას, რომ დამრიგებელი იყო მათი შეხვედრის ინიციატორი.
13. ინტერვენციები
კვლევის
პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე სავარაუდო
ინტერვენციის ვარიანტები:
1.
ყოველი კვირის ორშაბათი გამოცხადდა ღია კარის დღედ,
როცა მშობელი მისთვის მოსახერხებელ დროს მოვა სკოლაში და მოინახულებს კლასის ხელმძღვანელსა
და მასწავლებლებს;
2.
თვეში ერთხელ კლასის საათს დაესწრება მშობელი და იგი
ჩაერთვება კლასის პრობლემური საკითხების გადაჭრაში;
3. ისეთი საკლასო და სასკოლო ღონისძიებების დაგეგმვა, რომელშიც
აუცილებელი იქნება მშობელთა ჩართულობა.
14.
ინტერვენციის შედეგები
ინტერვენციის
განხორციელება დადებითი შედეგი გამოიღო. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მშობელთა დიდმა ნაწილმა
გააქტიურა ქონტაქტი კლასის დამრიგებლებთან, მასწავლებლებთან და, ზოგადად, სკოლასთან.
ისინი ხშირად დადიან სკოლაში, ზოგჯერ, დირექციასთან შეთანხმებით, ესწრებიან გაკვეთილებსაც,
აქვთ ყოველდღიური ინფორმაცია თავიანთი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ, ეხმარებიან
კლასის ხელმძღვანელებს ღონისძიების დაგეგმვასა და მოწყობაში, ესწრებიან კლასის საათს,
აქტიურნი არიან ექსკურსიების მოწყობის დროს.
1.
კარენ სალიანსი: სკოლის , ოჯახისა და საზოგადოების
პარტნიორთა ცენტრის
კომუნიკაციის დირექტივები.
2.
ქევინ უოკერი:
მშობელთა ჩართულობის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა. 2010 წ.
|
ვა