понедельник, 17 июня 2019 г.

პროექტი "დედაენა"




პროექტის სახელწოდება-"14 აპრილი- დედაენის დღე."

პროექტის ავტორი-თამარ შენგელია.

შემსრულებელი- ფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეები

პრობლემა_ხანგრძლივი გამოცდილების შედეგად ვთვლი, რომ მოსწავლეებს უჭირთ 14 აპრილის თარიღის მნიშვნელობის განსაზღვრა,  ისინი თვლიან , რომ ეს დღე გოგებაშვილის ;დედა-ენის“ დღეა, რადგან ნაკლებად იცნობენ 1978 წლის აპრილის ამბებს. ამასთან, ჩვენი სკოლა საბაზო საფეხურისაა და მოსწავლეთა ნაწილი ააღარ აგრძელებს სწავლას შემდეგ საფეხურზე,მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის, ვფიქრობ, ეს პრობლემა  ღირს დაფიქრებად.

აქტუალობა- პრობლემა აქტუალურია,  იგი დახმარება მოსწავლეებს გაიაზრონ 1978 წლის 14 აპრილს მომხდარი ამბები, მისი მნიშვნელობა, აღუძრავს მათ ინტერესს თავად მოიძიონ მასალები და გააანალიზონ ისინი, გაიზრდება მათი  მოტივაცია, ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი აზროვნების უნარ-ჩვევები.

მიზანი_ მოსწავლეები გაიაზრებენ ქართველი ერის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული თარიღის,1978 წლის 14 აპრილის,  მნიშვნელობას,მოიძიებენ დამატებით მასალას ,ჩამოუყალიბდებათ ინფორმაციის დახარისხებისა და გამოყენების უნარ-ჩვევები, გაიზრდება მათი მოტივაცია.

პროექტის საფუძვლები: ქართ. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
*საუბრობს ნათლად და გარკვევით  და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს.
*გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი

ქარ:     მოსწავლეს შეუძლია მსმენელს წაუკითხოს ტექსტი
*წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის სინაარსს
*ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს

ქართ:      მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება.
*იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს

ქართ.     მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება,მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა და ახსნა.
*კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის,ესთეტიკური სიამოვნების მიღების,გარკვეული ინფორმაციის მოძიების,გამოხმაურების)
*ამოიცნობს ტექსტში მთავარ აზრს (იდეას),გამოაქვს დასკვნები.                                                

ქართ.     მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
*მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას.
*მსჯელობიდან გამოაქვს დასკვნა.
*ტექსტსი დასმულ პრობლემურ საკითხებს იმიტირებული სიტუაციის(მინისპექტქკლის, როლური თამაშების და ა.შ.) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას.

ამოცანები:დავალებების განაწილება მოსწავლეებზე, ინფორმაციების მოძიება ინტერნეტში და საჭიროებისამებრ დახარისხება და გამოყენება, დამატებითი ლიტერატურის გაცნობა, თანამშრომლობა სკოლისა და რაიონის ბიბლიოთეკებთან,პრეზენტაციის მომზადება,

შედეგი-გაიზარდა მოსწავლეთა ინფორმირებულობა 1978 წლის 14 აპრილის შესახებ,მათ შეძლეს ამ მნიშვნელოვანი დღის არსის გაგება და მნიშვნელობა ქართველი ერისათვის, მუშაობის პროცესში გაუუმჯობესდათ ინფორმაციების მოძიებისა და   
გამოყენების,პრეზენტაციის უნარ-ჩვევები,აუმაღლდად მოტივაცია.

მონირორინგი-პროექტის დასაწყისშივე განვსაზღვრე, როგორ და რა პერიოდულობით შევამოწმებდი პროექტის მიმდინარეობას. თითქმის ყოველდღიურად ვეცნობოდი მოსწავლეების მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს და ვაძლევდი მათ მითითებებს.

საგანთან/საგნობრივ კგუფთან/ურთიერთკავშირი-ისტორია,ისტ.


პროექტი-"ილია ჭავჭავაძე-180"




                                      პროექტი- "ილია ჭავჭავაძე-180"                                                                                     

პროექტის ავტორი-თამარ შენგელია

შემსრულებელი-ფარცხმის საჯარო სკოლის      კლასის მოსწავლეები

პრობლემა-ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესწავლა იწყება დაწყებითი კლასებიდან,რაც გრძელდება შემდგომ პერიოდშიც.სასკოლო პროგრამა იძლევა საშუალებას გარკვეულწილად გავიცნოთ ერის სასიქადულო შვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, მაგრამ რადგან ჩვენი სკოლა საბაზო საფეხურს წარმოადგენს და მოსწავლეთა ნაწილი აღარ აგრძელებს სწავლას შემდეგ საფეხურზე, ვფიქრობ,ეს პრობლემა ყურადღებას მოითხოვს. 

აქტუალობა- პრობლემა აქტუალურია,რადგან იგი დაეხმარება მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწრობის უცნობი დეტალების გაცნობა-გააზრებასა და შესწავლაში,აღუძრავს მათ ინტერესს  თავად მოიძიონ საინტერესო ფაქტები და ნაწარმოებები, რომლებიც სასკოლო პროგრამით არ ისწავლება, გაიზრდება მატი მოტივაცია, ხოლო ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების პერსონაჟთა გაცოცხლება დაეხმარება მათ ტექსტის უკეთ გააზრებასა და ხანგრზლივი დროით დამახსოვრებაში, გაუმჯობესდება აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები.

მიზანი-მოსწავლეები გაიცნობენ და შეისწავლიან ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ახალ დეტალებს, გაიაზრებენ მის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების ისტორიულ ჭრილში, გაიცნობენ მათთვის ახალ ნაწარმოებებს, გაიაზრებენ მწერლის სათქმელს, განუვითარდებათ მწერლის სათქმელის ამოცნობის,მსჯელობის,დასკვნის,ინფორმაციების მოძიებისა და გამოყენების,აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები,გაიზრდება მოტივაცია.

პროექტის საფუძვლები: ქართ. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
*საუბრობს ნათლად და გარკვევით  და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს.
*გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი

ქარ:     მოსწავლეს შეუძლია მსმენელს წაუკითხოს ტექსტი
*წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის სინაარსს
*ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს

ქართ:      მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება.
*იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს

ქართ.     მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება,მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა და ახსნა.
*კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის,ესთეტიკური სიამოვნების მიღების,გარკვეული ინფორმაციის მოძიების,გამოხმაურების)
*ამოიცნობს ტექსტში მთავარ აზრს (იდეას),გამოაქვს დასკვნები.                                                

ქართ.     მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
*მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას.
*მსჯელობიდან გამოაქვს დასკვნა
*ტექსტსი დასმულ პრობლემურ საკითხებს იმიტირებული სიტუაციის(მინისპექტქკლის, როლური თამაშების და ა.შ.) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას.

ამოცანები: დავალებების გადანაწილება მოსწავლეებზე,ინფირმაციების მოძიება ინტერნეტში,შესაბამისი  დამატებითი  ლიტერატურის გაცნობა, თანამშრომლობა ბიბლიოთეკასთან,პრეზენტაციის,ინსცენირების  მომზადება,როლების განაწილება,მუსიკის შერჩევა,რეპეტიციები,წარდგენა.

შედეგი-გაიზარდა  ცოდნის დონე  ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მოსწავლეებმა გაიცნეს  და შეისწავლეს ილიას ლექსები, მოთხრობები,მანამდე მათთვის უცნობი ბიოგრაფიული დეტალები, გაუუმჯობესდათმწერლის სათქმელის ამოცნობის, მსჯელობის ,დასკვნების , ინფორმაციების მოძიებისა და ორგანიზების,აუდიტორიასთან კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, და , რაც მთავარია, გაიზარდა მათი ინტერესი,მოტივაცია მწერლის მთელი შემოქმედების გაცნობისა.

მონიტორინგი:პროექტის დასაწყისშივე განვსაზღვრე, როგორ და რა პერიოდულობით შევამოწმებდი პროექტის მიმდინარეობას, ყოველდღიურად ვეცნობოდი მოსწავლეების მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს და ვაძლევდი მათ მითითებებს.

საგანთან /საგნობრივ ჯგუფთან/ ურთიერთკავშირი-ხელოვნება,ისტორია,ისტ.

სასწავლო პროექტი:"ძველი ქართული ხელნაწერები"

                                 
                             
                                                    ს   ა  ს  წ  ა  ვ   ლ   ო      პ  რ  ო ე ქ ტ ი  


პროექტის სახელწოდება- „ ძველი ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“
                                             პროექტი მიეძღვნა ძველ ქართულ ხელნაწერებს, მათ მოძიებასა                                                    
                                              და
                                             შესწავლას.პროექტის მთავარი იდეაა  ძველი ქართული ხელნაწერების     მოძიება და გაცნობა.
 პრობლემის განსაზღვარა და მისი აქტუალობა:
უძველესი ქართული ხელნაწერები ჩვენი კულტურისა  და ისტორიის უდიდესი     მაჩვენებელია, რომელსაც გაფრთხილება და მოვლა პატრონობა სჭირდება, ამიტომ საჭიროა მოსწავლეები, ახალგაზრდობა იცნობდეს მათ, როგორც ამბობენ  ხელნაწერთა  თავგადასავალი ადამიანთა  თავგადასავალზე ნაკლებ საინტერესო როდია.
დღევანდელი სასაკოლო პროგრამის მიხედვით  VIII  კლასში ისწავლება  ძველი ქართული ხელნაწერები,  კონკრეტულად, სამი შატბერდული ხელნაწერი: ჰადიშის, ჯრუჭისა  და  პარხლის, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მასალა სრულად ვერ იძლევა ნათელ სურათს ძველი ქართული ხელნაწერების შესახებ. მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ ამ პრობლემით  და მათვე გამოიჩინეს ინიციატივა სხვა ხელნაწერთა მოძიებისა და გაცნობის შესახებ, თანაც შემდგომ კლასებშიც  არ არის გათვალისწინებული მსგავსი მასალის შესწავლა.
მონაწილეთა ასაკი/ კლასი- 14 წელი, VIII  კლასი.
ვადები- ოთხი კვირა, 1- 29 მაისი.
პროექტის მიზანი: კვლევა- ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარების                                                       ჩამოყალიბება;
                                       თვალსაწიერის გაფართოება;
                                       წარსულისადმი მოკრძალებისა  და პატივისცემის გაძლიერება;
                                       საპრეზენტაციო და შემოქმედებითი  უნარებისა ჩამოყალიბება.
პროექტის საფუძვლები: ქართ.VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე                                                              მსჯელობის             
                                       მოსმენა და საკუთარი  თვალასზრისის წარმოდგენა აუდიტორიის                                            წინაშე;
·         მსჯელობს სათანადო არგუმენყაციის მოხმობით და თანმიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;
·         მსჯელობიდან გამოაქვს დასკვნა;
·         გამოკვეთს საკუთარ თვალსაზრისს და არგუმენტებს;
ქართ. VIII.3.   მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი
                                          მახასიათებელების ამოცნობა და გამოყენება.
·         განარჩევს და სათანადოდ იყენებს საკუთარ მეტყველებას, გამოთქმებს, რომელთაც განსაკუთრებული დამარწმუნებელი ძალა აქვთ.
                                                        ქართ.VIII.       მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლა ,                                                               სტრტეგიების არჩევა    და  გამოყენება.
                                                                                               
                                                  ·         აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებს                                                                                  კონკრეტულ ტექსტს და მსმენელთ ყურადღების                                                                       მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ტექსტს.
ქართ.  VIII.  5.  მოსწავლეს   შეუძლია გაიაზროს , გააანალიზოს  და შეაფასოს ტექსტები, მხატვრული და არამხატვრული.
·         აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემული ინფორამციის კლასიფიკაციას.
ქართ. VIII. 12.  მოსწავლე შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება  სხვადასხავ სახის ტექსტის შესაქმნელად.
·         მართებულად იყენებს მსჯელობის და არგუმენტაციისთვის შესაფერის ლეკსიკასა და კონსტრუქციებს.
·         იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას ტექსტების შეასადგენად, დასაფორმატებლად და პრეზენტაციის  მოსამზადებლად.
ამოცანები: 1) დავალებების გადანაწილება მოსწავლეებზე - პირველი კვირ
                    2) ინფორმაციების მოძიება ინტერნეტით, ლიტერატურის  საშუალებით -                                   მეორე კვირა
                    3) მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება- მესამე კვირა
                    4) პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა აუდიტორიის წინაშე
                    5) კედლის გაზეთის გამოშვება.

რესურსები ამოცანების განხორციელებისთვის: კომპიუტერი, პროექტორი, დამატებითი           ლიტერატურა,ფორმატისა და თაბახის ფურცლები, მაგნიტური დაფა, ფანქრები, კალმები.

ვინ?- ვინაიდან პალეოგრაფია ისტორიის დამხმარე დისციპლინაა, პროქტის განხორციელებაში  ჩაერთვება ისტორიის მასწავლებელიც.

ამოცანის განხორციელებისთვის საჭირო აქტივობები და ვადები:
1)      პროექტის მიზნისა და  ვადების გაცნობა- პირველი კვირა
2)      დავალებების გადანაწილება- მეორე კვირა
3)      მოძიებული მასალის გაცნობა, გაანალიზება და  დახარისხება- მესამე კვირა
4)      პრეზენტაციის მომზადება- მეოთხე კვირა
5)       კედლის გაზეთის გამოშვება- მეოთხე კვირა
      როდესაც თითოეული მოსწავლე მზად იყო პრეზენტაციისთვის, მე მათ ვთხოვე , რომ ერთმანეთში გაეცვალათ თემები, ინფორმაციები,  რათა პრეზენტაციების დროს  მეტად ყოფილიყვნენ ჩართულნი, ამ დროს მოსწავლე ნაცნობის მიმართ მეტ ყურადღებას იჩენს

შედეგები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ კვლევა- ძიების , ურთიერთთანამშრომლობის უნარები, გაიზარდა მათი ცონდის დონე, გამოუმუშავდათ წარსულისადმი მოკრძალებისა და პატივისცემის გრძნობა,გაუუმჯობესდათ აუდიტორიასთან კომუნიკაციის, შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

მონოტორინგი: პროექტის დასაწყისშივე განვსაზღვრე, რა პერიოდულობით შევამოწმებდი პროექტის მიმდინარეობას, ეს იყო ყოველი კვირის ოთხშაბათი დღე, როცა ვეცნობოდი მოსწავლეთ მიერ მოპოვებულ მასალებს და ვაძლევდი მითითებებს.

საგანთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ ურთიერთკავშირი: ისტორია, ხელოვნება,ისტ-ი.

პროექტის ხელმძვანელი: თ. შენგელია

პროექსტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა- jgentitamar@gmail.com 

სასწავლო პროექტი: "ქართული აკვანი"

  ს   ა  ს  წ   ა  ვ   ლ  ო    პ  რ   ო  ე  ქ  ტ  ი
   პრო


ექტის სახელწოდება : „ქართული აკვანი“
                               პროექტი მიეძღვნა ქართულ აკვანს, მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს,აკვნის კეთ                         კეთების     ცნობილ ოსტატებს, ამ თემაზე დაწერილ ლექსებს, ჩანახატებს.
პრო


ქტის აქტუალობის  განსაზღვრა: აკვანი, მიუხედავად იმისა, რომ მონღოლური წარმოშობისაა, ქა  
                         ქართული ყოფისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია, მოსწავლეები                                   ილია ჭავჭავაძის ლექსის „ ბაზალეთის ტბის“ შესწავლის შემდეგ                                                  დაინტერესდნენ  აკვნით. ძირითადად, ეს ის თაობაა,რომელსავ აკვანი                                მხოლოდ ეკრანზე თუ უნახავს,    გაუჩნდათ კითხვები მისი წარმოშობის                                     და სადაურობის შესახებ,
                              რატომ ახსენებს ილია აკვანს და საოცნებო  მომავალი გმირი. რატომ 
                           მაინცადამაინც აკვანში ჩააწვინა?      მათ  ეს  იდეა გაუზიარეს სხვა კლასის
                           მოსწავლეებს და გადაწყდა პროექტის მომზადება.

ოსწავლეთა ასაკი/კლასი-13-14-15 წელი, VII- IX - კლასები.

ვადები:- ორი კვირა - 1- 15 მაისი.

პროექტის მიზანი: კვლევა-ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის, საპრეზენტაციო  და
                            შემოქმედებითი, აუდიტორიასთან ურთიერთობის   უნარ-ჩვევების 
                            ჩამოყალიბება და  განმტკიცება.

პროექტის  საფუძვლები:  ქართ. VII. 1.  მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორამაციის 
                                            შემცველი ტექსტის მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარდგენა
                                            აუდიტორიის წინაშე.
ქართ: V I. 6.  მოსწავლეს  შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის
                                          სტ მოსწავლეს შეუძლია ზეპირი  გამოსვლა, სტრატეგიების                                                         არჩევა   და გამოყენება.
ქართ. VIII. 5.  მოსწავლეს შეუძლია  ენობრივ- გრამატიკული სტრუქტურების და ხერხების  მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის  ტექსტების შესაქმნელად.
·          იყენებს  კომპიუტერულ ტექნოლოგიას ტექსტების შესადგებან, დასაფორმატებლად და პრეზენტაციის მოსამზადებლად.
ქართ.IX . 9.  მოსწავლეს შეუძლია საკუთარი თვალსაზრისის გადმოცემა.
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მისთვის სასურველი ფორმით.
ქართ.IX. 10.  მოსწავლეს  შეუძლია  დეტალური ინფორმაციის
განსხვავებული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა.
·         გადმოსცემს  სხვათა თვალსაზრისს და  უკეთებს კომენტარს.

პროექტის ამოცანები: 1. პროექტის დაგეგმვა და დავალებების გადანაწილება;
                                      2.  ინფორმაციების მოძიება ინტერნეტით, დამატებითი
                                      ლიტერატურითა და უხუცესთა გამოკითხვით;
                                      3. მოპოვებული ინფორმაციების გაანალიზება;
                                      4. პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა;
                                      5. მონაწილეობა  რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ
                                      ორგანიზებულ ღონისძიებაში „ ღამე მუზეუმში“ , რომელიც
                                      ეძღვნება ქართულ აკვანს.

ამოცანის  განხორციელებისათვის  საჭირო  აქტივობები და ვადები:
1.       პროექტის  მიზნების და ვადების გაცნობა;-1-05
2.      დავალებების გადანაწილება;-3.05
3.      მასალების მოძიება და გაანალიზება;-4-13.05
4.      პრეზენტაციის მომზადება;-13-16.05
5.      მონაწილეობა რაიონულ ღონისძიებაში „ ღამე მუზეუმში.-17.05

რესურსები ამოცანების განხორციელებისათვის: კომპიუტერი, პროექტორი, დამატებითი
        ლიტერატურა, ფორმატისა და თაბახის ფურცლები, კალმები,
ფანქრები.

  ვინ?- პროექტის განხორციელებაში ჩაერთვებიან  ხელოვნებისა და მუსიკის                                       მასწავლებლები.

შედეგები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ კვლევა-ძიების, ურთიერთთანამშრომლობითი
                   უნარები, გაიზარდა მათი ცოდნის დონე, დაიკმაყოფილეს ცნობისმოყვარეობა,
                   გაუუმჯობესდათ აუდიტორიასთან კომუნიკაციის, შემოქმედებითი და
                   პრეზენტაციის  უნარ-ჩვევები.

მონიტორინგი: პროექტის დასაწყისშივე განვსაზღვრე, როგორ შევამოწმებდი პროექტის
                          მომდინარეობას.ყოველდღე  ვაკვირდებოდი პროექტის მიმდინარეობას,
                          ვეცნობოდი მოპოვებულ მსასალას და ვაძლევდი მითითებებს.

საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ ურთიერთკავშირი:  ხელოვნება, მუსიკა, ისტ- ი.

პროეტის ხელმძღვანელი: თამარ შენგელია.

პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: jgentitamar@gmail.com

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

                                           პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა                                                                                                                                                               


                                                     შესავალი

                                                          
                მუდმივი და ეფექტური  კომუნიკაცია მოსწავლის მშობელსა და მასწავლებელს შორის სწავლა-სწავლების და დისციპლინის გაუმჯობესების აუცილებელი საშუალებაა. ყველა ამ ვალდებულებების შესრულება,ბუნებრივია ,მოითხოვსმასწავლებლისა და მშობლის მუდმივ კონტაქტს.
              ტერმინი „მშობელთა ჩართულობა“ გულისხმობს ერთობლივ და უწყვეტ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებსa და სწავლის გაუმჯობესებაზე, ამასთანავე მშობელთა ჩართულობა ნიშნავს მშობლების რეგულარულ მონაწილეობას შვილის სასწავლო პროცესსა და სხვა სასკოლო ღონისძიებებში.
         მასწავლებლისათვის  მშობლის ჩართულობა კლასგარეშე აქტივობებში გულისხმობს:
1. მეტ კონტროლს მოსწავლის მიერ დღის რეჟიმის დაცვაზე.
2. რეგულარულ შეხვედრებსა  და ინფორმირებას მშობლებთან მოსწავლის წარმატება- წარუმატებლობის შესახებ.
3. კლასგარეშე აქტივობებში ხელშეწყობას.
4. შეძლებისდაგვარ დახმარებას დავალებების შესრულებაში.
5. მშობელთა მოლოდინების გარკვევას.
            მოსწავლისათვის მშობლის ჩართულობა შეიძლება გულისხმობდეს:
1. მოტივაციის გაზრდას.
2. მეტ პასუხისმგებლობას.                                
3. აქტიურობას,
4. მეტ თვითდაჯერებულობას.
                   მშობლისათვის მშობლის ჩართულობა შეიძლება გულისხმობდეს:
1.      რეგულარულ შეხვედრებს კლასის ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებთან;
2.      მეტ კონტროლს საკუთარი შვილის დღის რეჟიმის დაცვაზე;
3.      საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებებში ხელშეწყობასა  და დასწრებას;

        არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად ფარცხმის საჯარო სკოლაში ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. ჩემი  მიზანი იყო მშობელთა ჩართულობის ამაღლება სასკოლო ცხოვრებაში. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშობლებმა და პედაგოგებმა.
         მონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზე გაიზარდა მშობელთა ჩართულობა და ,აქედან გამომდინარე, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე.
          ნაშრომი შეიცავს:
1.      ინფორმაციას სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი;
2.      საკვლევი საკითხის მიმოხილვას;
3.      პრობლემის აქტუალობას;
4.      კვლევის აღწერას;
5.      კავშირს ესგ-თან;
6.      კვლევის  მიზნებს;
7.      მეთოდებს;
8.      ამოცანებს;
9.      კვლევის არსს;
10.  კვლევის ვადებს;
11.  ლიტერატურის მიმოხილვას;
12.  მეთოდოლოგიას;
13.  კვლევის შედეგებსა და ანალიზს;
14.  ინტერვენციის აღწერას;
15.  ინტერვენციის შედეგებს;
16.  დასკვნას.

1.    ინფორმაციას სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი
       ფარცხმის საჯარო სკოლაში სწავლობს 27 მოსწავლე და მუშაობს 16 პედაგოგი, მათგან სამი უფროსი მასწავლების სტატუსის მქონეა. პედაგოგები პერიოდულად გადიან გადამზადებას, სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.
        კვლევის სამიზნე ჯგუფი, რომელთანაც განვახორციელე კვლევა, არის საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშობლები და სკოლის პედაგოგები, კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწ. წელს და გრძელდებოდა 6 თვე.
2.    საკვლევი საკითხის მიმოხილვა:
          ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მასწავლებლისთვის სავალდებულო ხდება მშობელთა რეგულარული კომუნიკაციები. დაიწყო პროგრამები სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, რაც გულისხმობს მშობელთა და სკოლას შორის რეგულარულ ორმხრივ შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. მშობელი სკოლის სრულუფლებიანი პარტნიორი ხდება. იგი მხოლოდ შვილის კონტროლით არ უნდა შემოიფარგლოს, მან უნდა იცოდეს შვილის ინტერესები, მისწრაფებები, იზრუნოს მის განვითარებაზე.
        მშობელთა ჩართულობაზე გავლენას ახდენს სოციალური პირობები. მაგალითად: შეჭირვებული ოჯახის მშობლებს ნაკლებად აქვთ დრო სასკოლო ცხოვრებაში ჩართვისათვის, გარდა ამისა, არიან მშობლები. რომლებიც არ ინტერესდებიან თავიანთი შვილების სასკოლო ცხოვრებით, მათ შვილებს აქვთ დაბალი აკადემიური მაჩვენებლები.
        მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა შექმნა მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, რეალურად  ეს  საკითხი ბევრი სკოლისათვის პრობლემად რჩება, ამიტომ აღნიშნული კვლევის შედეგად გაიზრდება მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, რასაც საბოლოოდ უნდა მოჰყვეს მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლების გაზრდა, წარმატებით განხორციელდება ესა თუ ის პროექტი  და, ზოგადად, გაიზრდება სკოლის ავტორიტეტი.
3.    პრობლემის აქტუალობის დასაბუთება
     საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად გამოკითხვა ჩავატარე პედაgოდებთან. შეხვედრის შედეგად შევჯერდით,  რა არის გასაუმჯობესებელი და რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზი.
ა) ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება განვიხილოთ სოციალური ფაქტორი. მშობლები, უმეტესად მამები, სამუშაოდ სხვაგან არიან წასულები, ბავშვთან მხოლოდ ერთი მშობელია, მას კი არ რჩება დრო იმისა, რომ აქტუალურად ითანამშრომლოს სკოლასთან.
ბ)  მასწავლებელთა არასაკმაო კომუნიკაცია მშობლებთან, „მშობლებმა სინამდვილეში არ იციან, როგორ მიიღონ მონაწილეობა“. 1. „ ნუ წუწუნებთ მშობელთა პასიურობაზე, არამედ მოიწვიეთ, დაპატიჟეთ და სთხოვეთ , მათ გააკეთონ რაც შეიძლება მეტი“ 2.


      ჩემი აზრით, ეს კვლევა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სკოლისათვის და აქტუალური და საინტერესო სხვა სკოლებისათვის, აღნიშნული კვლევის შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების დონე.

4.    კვლევის აღწერა:
     საკვლევი თემა შევარჩიე აქტუალობის გააზრებით. ჩემი იდეა გავუზიარე კოლეგებს, აღვნიშნეთ, რომ მშობელთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მიღწევისათვის.
         იმისათვის,რომ საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში,პედაგოგებს დავუსვი შეკითხვები:
       1.აქტუალურია თუ რა მშობელთა ჩართულობის პრობლემა?
       2.აისახება თუ არა მშობელთა ჩართულობა მოსწავლეთა მოსწრებაზე?
       .3.განსხვავდება თუ არა მშობელთა ჩართულობა სხვადასხვა ეტაპზე?
ჩემი და ჩემი კოლეგების აზრი დაემთხვა ერთმანეთს,მართლაც საჭირო ყოფილა ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა.
5.კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
          ეროვნული საწავლო გეგმის მიხედვით დამრიგებელი ვალდებულია:
.გააცნოს მოსწავლეებს და მათ მშობლებს მათივე უფლებები და მოვალეობები;
. დაეხმაროს მოსწავლეს წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
. იყოს შუამავალი მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს შორის;
რეგურალულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევების, დისციპლინის,პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატების შესახებ,
საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციები
. გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;
კლასის ხელმძღვანელი ვერ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებულებებს, თუ მშობლის
მხრიდან არ იქნება მუდმივი მზაობა და კონტაქტი პედაგოგებთან.
6.კვლევის მიზანი
   კვლევის მიზანი იყო დეტალური შესწავლა მშობელთა ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ამ პრობლემების გადაჭრის გზების გამონახვა.
     7,კვლევის მეთოდები:
       . გასაუბრება პედაგოგებთან;
       .მშობელთა გამოკითხვა;
       .კვლევის სედეგების ანალიზი.
    8,კვლევის ამოცანა:
   კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
1.რამდენად ზრუნავს სკოლა მშობელთა ჩართულობაზე სასკოლო ცხოვრებაში?
2. რა მექანიზმებით ვაღწევთ მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და რა სირთულეებია ამ მხრივ?
3. რამდენად აისახება მოსწავლეზე, მის აკადემიურ მოსწრებაზე მშობელთა ჩართულობა?
4. განსხვავდება თუ არა მშობელთა ჩართულობა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე?
 9. პრაქტიკის კვლევის არსი:
    პრაქტიკის კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას, თანამშრომლობითი მიდგგომა კი ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის გაწევის შემცირების ინსტრუმენტს წარმოდგენს. ცვლილება ეფექტურად ხორციელდება იმ ადამინების კვლევის პროცესში ჩართვით, ვისაც უშუალოდ ადგება ზარა
10. ლიტერატურის განხილვა:
     მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მრავალი სკოლისათვის აქტუალური პრობლემაა, მისი მიზანია ამაღლდეს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, განხორციელდეს საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები, გაიზარდოს სკოლის ავტორიტეტი,- წერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის გამოცემა.
         მშობლისა და მასწავლებლის კარგი ურთიერთობა ხელს უწყობს მოსწავლის წარმატებას, ზრდის და აძლიერებს მის თვითშეფასებას, თუ ბავშვმა იცის, რომ მშობელი დაინტერესებულია მისი აკადემიური წარმატებით, ეს დადებითად მოქმედებს მის მოტივაციაზე.
       „ნუ წუწუნებთ მშობელთა პასიურობაზე, არამედ მოიწვიეთ დაპატიჟეთ და სთხოვეთ მათ, გააკეთონ, რაც შეიძლება მეტი“ -წერს მშობელთა ჩართულობის ერთ-ერთი პროექტის დამაარსებელი ქევინ უოკერი, მისი აზრით, მასწავლებელთა მხრივ მეტი აქტიურობაა საჭირო, რადგან ხშირად სკოლები მშობლებს არ რთავენ სასკოლო ცხოვრებაში, ან მშობელთა უმეტესობა არ იჩენს აქტიურობას, ან არ სცალიათ. „სინამდვილეში არ იციან, როგორ მიიღონ მონაწილეობა“.
11. მეთოდოლოგია:
   კვლევის ფარგლებში გამოყენებულია პრაქტიკის კვლევის დიზაინი, კერძოდ, გამოვიყენე შერეული კვლევა, რაც განპირობებული იყო საკვლევი საკითხის სპეციპიკით.
თვისებრივი კვლევა
    თავდაპირველად, საკვლევი საკითხის შერჩევის მიზნით, ჩატარდა ნახევრად სტრუქტუირებული ჩაღრმავებული ინტერვიუ სკოლის მასწავლებლებთან.
რაოდენობრივი კვლევა
    რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულია კითხვარი, რომლებიც დაურიგდათ საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშბლებს, რათა განსაზღვრულიყო მშობელთა ჩართულობის დონე სასკოლო ცხოვრებში და გამოვლენილიყო მისი ამაღლების მექანიზმები.
12. კვლევის შედეგები, ანალიზი
       მშობელთა გამოკითხვის  მიზანი იყო მათი მშობლების დამოკიდებულების შესწავლა. მომზადდა კითხვარი და დაურიგდათ მოსწავლეთა მშობლებს
       შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ დაწყებითი საფეხურისაგან განსხვავებით, მშობლები ნაკლებად ურთერთობენ სკოლასთან და ეს ურთიერთობა მშობელთა კრებაზე მოსვლით ან დამრიგებლის დავალებით სკოლაში გამოცხადებით შემოიფარგლება, მშობელთა ნაწილი კი დამრიგებლის სატელეფონო ინფორმაციებით კმაყოფილდება, ამის მიზეზად ისინი დროის უკმარისობას თვლიან და იმასაც, რომ  ისინი მიჩვეულნი იყვნენ იმას, რომ დამრიგებელი იყო მათი შეხვედრის ინიციატორი.
13. ინტერვენციები
     კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის ვარიანტები:
1.      ყოველი კვირის ორშაბათი გამოცხადდა ღია კარის დღედ, როცა მშობელი მისთვის მოსახერხებელ დროს მოვა სკოლაში და მოინახულებს კლასის ხელმძღვანელსა და მასწავლებლებს;
2.      თვეში ერთხელ კლასის საათს დაესწრება მშობელი და იგი ჩაერთვება კლასის პრობლემური საკითხების გადაჭრაში;
3.               ისეთი საკლასო და სასკოლო ღონისძიებების დაგეგმვა, რომელშიც აუცილებელი იქნება მშობელთა ჩართულობა.
14. ინტერვენციის შედეგები
     ინტერვენციის განხორციელება დადებითი შედეგი გამოიღო. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მშობელთა დიდმა ნაწილმა გააქტიურა ქონტაქტი კლასის დამრიგებლებთან, მასწავლებლებთან და, ზოგადად, სკოლასთან. ისინი ხშირად დადიან სკოლაში, ზოგჯერ, დირექციასთან შეთანხმებით, ესწრებიან გაკვეთილებსაც, აქვთ ყოველდღიური ინფორმაცია თავიანთი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ, ეხმარებიან კლასის ხელმძღვანელებს ღონისძიების დაგეგმვასა და მოწყობაში, ესწრებიან კლასის საათს, აქტიურნი არიან ექსკურსიების მოწყობის დროს.






1.      კარენ სალიანსი: სკოლის , ოჯახისა და საზოგადოების პარტნიორთა ცენტრის  
                               კომუნიკაციის დირექტივები.
2.      ქევინ უოკერი:  მშობელთა ჩართულობის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა. 2010 წ.        

 ვა