პროექტის სახელწოდება-იგავ-არაკები და დიდი მეიგავენი
პროექტის ავტორი თამარ შენგელია
შემსრულებელი
ფარცხმის საჯარო სკოლის VI-VIII
კლასის მოსწავლეები
პრობლემა
იგავ-არაკების შესწავლა იწყება დაწყებითი კლასებიდან,
რაც გრძელდება შემდგომ
კლასებშიც, იქვეა მოცემული მცირე მასალა იგავ-არაკთა წარმოშობის, აგებულებისა და მათი
დანიშნულების შესახებ, მაგრამ, რადგან ჩვენი სკოლა საბაზო საფეხურს წარმოადგენს და
მოსწავლეთა ნაწილი აღარ აგრძელებს სწავლას შემდგომ საფეხურზე, ვფიქრობ, ეს პრობლემა
ყურადღებას მოითხოვს, ამასთან ერთად, დაკვირვებითა
და გამოცდილებით ჩანს, რომ ზოგ მოსწავლეს
უჭირს იგავ-არაკებში მწერლის სათქმელის ამოცნობა, მისთვის მიღებული ცოდნა არ არის საკმარისი.
აქტუალურობა
პრობლემა აქტუალურია,
იგი დაეხმარება მოსწავლეებს იგავ-არაკების წარმოშობის მიზეზების, მთავარი სათქმელის
ამოცნობასა და უკეთ გააზრებაში, ისინი მოიპოვებენ
და შეისწავლიან დიდი მეიგავეების: ეზოპეს, სულხან-საბა ორბელიანისა და კრილოვის ბიოგრაფიებსა
და ნაწარმოებებს, რითაც განუვითარდებათ კვლევა - ძიების, მოპოვებული ინფორმაციის დახარისხებისა
და გამოყენების უნარ-ჩვევები, გაიზრდება მათი მოტივაცია, ხოლო იგავ-არაკთა გაცოცხლება
დაეხმარება მათ ტექსტის უკეთ გააზრებასა და ხანგრძლივი დროით დამახსოვრებაში,
გაუუმჯობესდებათ აუდიტორიასთან
ურთიერთობის უნარ-ჩვევები.
მიზანი
მოსწავლეები შეისწავლიან იგავ-არაკებს, დიდი მეიგავეების
ბიოგრაფიებს, გაიაზრებენ მწერლის სათქმელს, განუვითარდებათ მსჯელობის,
დასკვნის,
ინფორმაციის მოძიებისა
და გამოყენების, აუდიტორიასთან ადაპტირების უნარ-ჩვევები,
გაიზრდება მათი მოტივაცია.
პროექტის საფუძვლები:
ქართ. 1.მოსწავლეს
აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
·
საუბრობს ნათლად და გარკვევით და პრეზენტაციისას გააზრებულად
იყენებს შესაბამის არავერბალურ სასუალებებს.
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი
ქარ.VI.6. მოსწავლეს შეუძლია მსმენელს წაუკითხოს ტექსტი.
·
წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარს.
·
ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს
ქარ.VII.6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების
შესაბამისად გამოყენება.
·
იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს.
ქარ.VII.7. მოსწავლეს
შეუძლია
სხვადასხვა
სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა და ახსნა.
·
კითხულობს
მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის, ესთეტიკური, სიამოვნების
მიღების, გარკვეული ინფორმაციის მოძიების, გამოხმაურების)
·
ამოიცნობს ტექსტში მთავარ აზრს (იდეას), გამოაქვს დასკვნები
ქარ.VIII.1.მოსწავლეს
შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა
აუდიტორიის წინაშე.
·
მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად
ავითარებს თავის მოსაზრებას.
·
მსჯელობიდან გამოაქვს დასკვნა.
·
ტექსტსი დასმულ პრობლემურ საკითხს იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის,
როლური თამაშების და ა.შ.) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას.
ამოცანები
დავალებების განაწილება
მოსწავლეებზე, ინფორმაციების მოძიება ინტერნეტში, დამატებითი ლიტერატურის გაცნობა,
თანამშრომლობა ბიბლიოთეკასთან, პრეზენტაციის, ინსცენირებების მომზადება, როლების განაწილება,
მუსიკის შერჩევა, რეპეტიციები, წარდგენა.
შედეგები
გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე, მათ შეძლეს იგავ-არაკთა
წარმოშობისა და მიზეზების, დიდი მეიგავეების
მათთვის უცნობი იგავების მოძიება დ შესწავლა,
გაუუმჯობესდათ მწერლის სათქმელის ამოცნობის, მსჯელობის, დასკვნის , ინფორმაციის მოძიებისა
და ორგანიზების ,აუდიტორიასთან კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, აუმაღლდათ
მოტივაცია.
მონიტორინგი და შეფასება
პროექტის დასაყისშივე
განვსაზღვრე, როგორ და რა პერიოდულობით შევამოწმებდი
პროექტის მიმდინარეობას. ყოველი კვირის ბოლოს ვეცნობოდი მოსწავლეების მიერ მოპოვებულ
ინფორმაციებს და ვაძლევდი მათ მითითებებს. საბოლოოდ პროექტი შევაფასე შემდეგი კრიტერიუმებით:
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, პრეზენტაციის, მსჯელობის , დასკვნისა და აუდიტორიასთან
ადაპტირების უნარ-ჩვევები.
საგანთან/საგნობრივ
/ჯგუფთან ურთიერთკავშირი: ხელოვნება, უცხო ენა, ისტ-ი
პროექტის ხელმძღვანელის ბლოგი http://jgentitamar.blogspot.com/
ელ.ფოსტა jgentitamar@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий